მთავარი ჩვენ შესახებ
რეგიონები შეკვეთის პირობები ჩვენ შესახებ
ღვინის ისტორია პროდუქცია კონტაქტი ბლოგი PRE-ORDER

ღვინის ისტორია

საქართველოს აქვს ღვინის დაყენების უწყვეტი 8000 წლოვანი ტრადიცია,რაც დასტურდება მრავალრიცხვოვანი არქეოლოგიური აღმოჩენით. ქართველებს უხსოვარი დროიდან ჰქონდათ ღვინის სიყვარული და მისი ერთგული რჩებიან თანამედროვეობამდე. ათასწლეულებით დათარიღებული ღვინის დამზადების პრაქტიკასთან დაკავშირებული მრავალი არტეფაქტი ინახება საქართველოს მუზეუმებში. დიდი ხანია, რაც დაიწყო ლაპარაკი საქართველოზე, როგორც ღვინის აკვანზე. მევენახეობისა და კულტივირებული ღვინის უძველესი კვალი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. VI-V ათასწლეულებით აღმოჩენილია უძველესი ნეოლითური დასახლება-შულავერის გორაში. ამ ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კულტივირებული ხორბლის ნაშთები და პარკოსნები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები და ჭურჭელი, რაც ადასტურებს, რომ ნეოლითის ხანაში დასახლებულმა ადამიანებმა განავითარეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, მათ შორის მარცვლეულის მოყვანა და მევენახეობა. თიხის ფრაგმენტები ნამოსახლარების გათხრებისას აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი მოწმობს, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში იყო სოფლის მეურნეობა უკვე კარგად განვითარებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებმა ვაზის გაშენება საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში დაიწყეს.